19.06.2026 20:32
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები აქვს, თუმცა დიალოგის გაგრძელების სურვილი არ დაუკარგავს.
„ბევრ საკითხზე ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, ფუნდამენტურად განსხვავებული, თუმცა, როგორც იცით, დიალოგის მომხრე ვარ. ამიტომ, ჩემი მოვალეობაა, ჩავერთო დიალოგში მაშინაც კი, როდესაც ადამიანის შეხედულებები ჩემგან განსხვავდება", - განაცხადა რობერტ ფიცომ ბრიუსელში სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ზელენსკისთან მისი მეორე პირისპირ შეხვედრა იყო და ელოდება, რომ მესამე შეხვედრა პოლონეთის ქალაქ გდანსკში, უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება.
„გვინდა, ვიხილოთ სტაბილური და დემოკრატიული უკრაინა, რადგან სლოვაკეთს სწორედ ასეთი უკრაინა სჭირდება", - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი :