ლონდონის მახლობლად ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები 20.06.2026 15:24

ლონდონის მახლობლად ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დაღუპული ერთ-ერთი მატარებლის მძღოლია. რაც შეეხება დაშავებულებს, 11-მა ადამიანმა ძალიან მძიმე დაზიანებები მიიღო, 22 ადამიანი სერიოზულად დაშავდა, ხოლო 56-ს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

რა გახდა შეჯახების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ექიმი, რომელიც ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა და მსუბუქად დაშავდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ შეჯახება მოულოდნელად მოხდა. მისი თქმით, ერთ-ერთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

დაღუპულისა და დაშავებულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ