ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი გააგრძელებს ბელარუსზე ზეწოლას, რათა ის ომში ჩაერთოს, თუმცა ლუკაშენკოს ესმის, რომ უკრაინა პასუხს გასცემს 20.06.2026 16:05

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებას იმის შესახებ, რომ მას არ სურს ბელარუსის ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში.

 

ზელენსკის შეფასებით, რუსეთი გააგრძელებს ბელარუსზე ზეწოლას, რათა ის ომში ჩაერთოს, თუმცა ლუკაშენკოს „ესმის, რომ უკრაინა პასუხს გასცემს".

 

უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრის გასწვრივ განთავსებულია ტექნიკა, რომელიც „უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლის კორექტირებას ახდენს".

 

„იქ შესაბამის ანძებზე დამონტაჟებულია რეტრანსლატორები. შეუძლია თუ არა ლუკაშენკოს მათი მოხსნა? მაშინ რატომ ამბობს, რომ არ სურს ომში ყოფნა? მოხსნას ეს ტექნიკა, გამორთოს ეს ტექნიკა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ლუკაშენკოს ერთი კვირაც ეყოფა ამ რეტრანსლატორების მოსაშორებლად.

 

„ამას თუ არ გააკეთებს, ამას ჩვენ გავაკეთებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

მანამდე ალექსანდრ ლუკაშენკომ ტელეარხ „ალ არაბიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბელარუსის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა დაუშვებელია. მისი თქმით, როგორც ის, ისე ვლადიმერ პუტინიც მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯს უფრო მეტი ზიანი მოჰყვება, ვიდრე სარგებელი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ