ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტს „თეთრი არწივის ორდენი“ ფოსტით გაუგზავნა 20.06.2026 18:51

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტს „თეთრი არწივის ორდენი" ფოსტით გაუგზავნა.

 

 "პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თეთრი არწივის ორდენი არ არის ჩვეულებრივი ჯილდ და იგი ნიშნავს განსაკუთრებულ კავშირს პოლონეთის სახელმწიფოსთან და ხალხის განსაკუთრებულ მადლიერებას. ასეთი სიმბოლო მოითხოვს არა მხოლოდ დამსახურებას, არამედ იმ ღირებულებების პატივისცემასაც, რომლებიც ჩვენი საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს.ამრიგად, თუ მიიჩნევა, რომ ეს განსაკუთრებული სიმბოლო შეიძლება დაუტოვონ ეკატერინე II-ს, მუსოლინისა და შრედერს, მაშინ ჩვენ უკრაინაში ამაზე არ ვიდავებთ.უკრაინა მადლობელია პოლონელი ხალხის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთისგან ჩვენი და თქვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.უკრაინა არასოდეს ივიწყებს სოლიდარობას და იცის, რომ სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის თანამშრომლობა ჩვენს რეგიონში არის უსაფრთხოების ერთ-ერთი ხელშესახები გარანტია როგორც უკრაინელებისთვის, ასევე თითოეული მეზობელი სახელმწიფოსთვის.უკრაინა გააგრძელებს თავის დაცვას ამ ომში, რომელიც რუსეთმა წამოიწყო და ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ ღირსეულ მშვიდობას. უკრაინა კვლავაც ღია იქნება პოლონეთთან ურთიერთქმედების ყველა შინაარსობრივი ფორმატისთვის, რათა მაქსიმალურად შევეცადოთ, არ დავუშვათ ჩვენი ხალხების წარსულის რთული და მტკივნეული გვერდების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია და უზრუნველვყოთ სათანადო პატივისცემა მე-20 საუკუნის ყველა უდანაშაულო მსხვერპლის მიმართ....ჩვენ მიგვაჩნდა, რომ 2023 წელს თეთრი არწივის ორდენი სწორედ უკრაინელ ხალხსა და ჩვენს არმიას ეკუთვნოდა. მაშინ ასე ითქვა. დღეს მე ორდენი პოლონეთის პრეზიდენტს უკან გავუგზავნე. ვფიქრობ, მომავალი დაადასტურებს უკრაინელებისადმი პატივისცემას." | ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.

 პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის თეთრი არწივის ჯილდოს ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. პოლონური მედიის ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თანხმობა სჭირდება. პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგაც, რომელმაც განაცხადა, რომ პოლონეთს 2022 წლის ოქტომბერში მისთვის გადაცემულ ჯილდოსაც დაუბრუნებს. პოლონეთს ჯილდოს უბრუნებს ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი, კირილ ბუდანოვი და პოლონეთში უკრაინის ელჩიც

 პოლონური საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის „უკრაინის ამბოხებულთა არმია" (УПА) ასოცირდება მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარ ე.წ. ვოლინის ხოცვა-ჟლეტასთან. პოლონეთის ოფიციალური შეფასებით, ამ მოვლენების დროს УПА-ს მებრძოლებმა 100 000-მდე ეთნიკური პოლონელი (ძირითადად, ქალები და ბავშვები) სასტიკად დახოცეს. პოლონეთი ამ ფაქტს გენოციდად აღიარებს.

 კაროლ ნავროცკიმ, რომელიც პროფესიით ისტორიკოსია, განაცხადა, რომ „ისტორიული სიმართლე სავაჭრო საგანი არ არის". მისი თქმით, ზელენსკის მიერ ამ დაჯგუფების განდიდება და დანაყოფისთვის მათი სახელის დარქმევა პოლონელ მსხვერპლთა ხსოვნის შეურაცხყოფაა. უკრაინული მხარისთვის „უკრაინის ამბოხებულთა არმია" (УПА) წარმოადგენს საბჭოთა რეჟიმისა და მოსკოვის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოს. კიევში აცხადებენ, რომ სამხედრო ნაწილისთვის სახელის მინიჭებას არანაირი ანტიპოლონური კონტექსტი არ ჰქონია 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ