BBC-მ შეცდომა აღიარა და მასალა შეასწორა 21.06.2026 14:44

 

ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მორიგი შეცდომა აღიარა და გამოქვეყნებული მასალა ჩაასწორა.

BBC წერს, რომ 18 წლის ჰენრი ნოვაკის მკვლელობასთან დაკავშირებულ ინტერვიუში შეცდომით მოიხსენია „Reform UK"-ის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჟის ციტატა, რომელმაც თითქოს ხალხს რადიკალური ქმედებისკენ მოუწოდა (ხალხმა ჰენრი ნოვაკის სიკვდილს „თეთრი, ცივი მრისხანებით" უნდა უპასუხოს). ფარაჟმა სინამდვილეში ახსენა ფრაზა- Pure, cold rage, რაც ცნობილი ინგლისური იდიომატური გამოთქმაა და ნიშნავს რადიკალიზმის და ექსტრემიზმისგან დაცლილ "სუფთა ბრაზს". BBC-მ შეცდომა უკვე შეასწორა და განმარტებაც გამოაქვეყნა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ