,,სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედებისთვის ლიბანში ომის დასრულება აუცილებელია''- სეიედ მეჰდი ტაბატაბაი 21.06.2026 16:25

 

აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმება ლიბანში ომის დასრულებამდე ვერ ამოქმედდება, - განაცხადა ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის ოფისის უფროსის მოადგილემ, სეიედ მეჰდი ტაბატაბაიმ.

„ლიბანში სიონისტური რეჟიმის დანაშაულების გაგრძელება მთელი შეთანხმების გაუქმებას გამოიწვევს", - დაწერა მან X-ზე.

ირანის მთავარი მომლაპარაკებლის, მოჰამად ბაგერ ბაღაის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე აშშ-ირანის თავდაპირველი სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის საკითხს წამოჭრიან. მისივე თქმით, დელეგაცია მოლაპარაკებების გაგრძელებას საღამომდე გეგმავს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ