21.06.2026 19:02
კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„მან სრული კრახი განიცადა ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში - იმიგრაციასა და ენერგეტიკაში (გახსენით ჩრდილოეთის ზღვის ნავთობი!). მას წარმატებებს ვუსურვებ", - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ცნობისთვის, ბრიტანულმა გამოცემა Observer-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ შესაძლოა, ხვალ კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადოს.
ავტორ(ებ)ი :