შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა 21.06.2026 20:51

 

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს" მომლაპარაკებელ ჯგუფთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.

ამ დროისთვის, უცნობია მოლაპარაკებების დეტალები.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის, IRIB-ის ცნობით, მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკება არ გამართულა. ამავე ცნობებით, პირველი 80-წუთიანი სესია 14-პუნქტიან ურთიერთგაგების მემორანდუმს დაეთმო - განსაკუთრებული აქცენტი ლიბანში არსებულ ვითარებაზე გაკეთდა.

მოლაპარაკებებში აშშ-ის, ირანის და ორი შუამავალი სახელმწიფოს - კატარისა და პაკისტანის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ცნობისთვის, აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს. ასევე, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შედიან.

ირანის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი შედის, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი უძღვება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ