დიმიტრი პესკოვი – სომხეთის ხელმძღვანელობა ამჟამად გზაჯვარედინზეა 24.06.2026 17:57

 

სომხეთის ხელმძღვანელობა ამჟამად გზაჯვარედინზეა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერმა განმარტა, რომ ეს მნიშვნელოვანი მომენტია რუსეთისთვის, რადგან რუსეთი და სომხეთი საუკუნეების განმავლობაში მეზობლები, მოძმე ქვეყნები იყვნენ.

„სომხეთი და მისი ხელმძღვანელობა ამჟამად გზაჯვარედინზე არიან. სომხეთის ხელმძღვანელობა განვითარების გზის მომავალ არჩევანზე საუბრობს", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ