მარკო რუბიო – არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, დააწესოს გადასახადი საერთაშორისო სრუტეზე, ამას თუ დავუშვებთ, პრეცედენტი მთელ მსოფლიოზე გავრცელდება 25.06.2026 23:26

არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, დააწესოს გადასახადი საერთაშორისო სრუტეზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ბაჰრეინში „სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს" ფარგლებში საგარეო სამქეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

 

რუბიომ ირანზე და ჰორმუზის სრუტეზე საუბრისას აღნიშნა, რომ არცერთ ქვეყანას დედამიწაზე არ აქვს უფლება, საერთაშორისო სავაჭრო გზებზე გადასახადი დააწესოს.

 

„ჰორმუზის სრუტე საერთაშორისო წყლებია. საერთაშორისო სავაჭრო გზები არცერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის. ეს დღეს მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, რომლის გარეშეც გლობალური ქაოსი გარდაუვალი იქნებოდა. თუ დავუშვებთ, რომ ქვეყანამ საერთაშორისო სრუტის გამოყენებაზე გადასახადი დააწესოს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მისი ტერიტორიის მეზობლადაა, პრეცედენტი მთელ მსოფლიოში გავრცელდება როგორც ეპიდემია. დღეს თუ ერთ-ერთ სრუტეზე ერთმა, ორმა ან რამდენიმე ქვეყანამ გადასახადის დაწესება შეძლო, რა შეაჩერებს მსოფლიოს ნებისმიერ სანაპირო სახელმწიფოს, იგივე გააკეთოს? პასუხი მარტივია - არაფერი. მაშინ სავაჭრო გზები გლობალური გამოძალვის იარაღად იქცევა. ეს მიუღებელია", - განაცხადა მარკო რუბიომ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ