26.06.2026 17:34
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები 160/160-ზე ფორმულით გაცვალეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
მისი თქმით, გათავისუფლებული პირები, რომელთა შორისაც სამხედროები, ეროვნული გვარდიის წევრები, კონტრაქტორები და ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლები არიან, 2022 წლიდან იმყოფებოდნენ ტყვეობაში.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ისინი იცავდნენ მარიუპოლსა და „აზოვსტალს", დონეცკს, ლუგანსკს, ზაპოროჟიეს, კიევს, ჩერნიგოვსა და სუმის მიმართულებით უკრაინის ტერიტორიებს.
როგორც „ბიბისი" იტყობინება, რუსეთისთვის გადაცემულ ტყვეთა შორის 93% კონტრაქტორია და 64%-ს ან ნასამართლეობა ჰქონდა, ან გამოძიების ობიექტია. 160 გათავისუფლებულიდან უმეტესობას ტყვეობაში ექვს თვეზე ნაკლები დრო ჰქონდა გატარებული.
ავტორ(ებ)ი :