26.06.2026 18:18
ფრაქცია „სამართლიანი რუსეთის" წევრებმა, სახელმწიფო დუმაში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც კორუფციისთვის მსჯავრდებულ თანამდებობის პირთა სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ, კორუფციული გარიგებით ზიანი მიადგა მოქალაქის უსაფრთხოებას ან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.
როგორც კანონპროექტის ინიციატორი სერგეი მირონოვი აცხადებს, როდესაც თანამდებობის პირის ქმედებები ჩადენილია მზაკვრული მოტივებით, ეს პირდაპირ უთხრის ძირს მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.
„ჩვენ ვაწყდებით ხარვეზებს კანონმდებლობაში. მიგვაჩნია, ასეთი დანაშაულის გათანაბრება უნდა მოხდეს ჯაშუშობასა და სახელმწიფო ღალატთან, რადგან თავისი არსით, ისინი ასევე წარმოადგენენ ეროვნული ინტერესების ღალატს", - განაცხადა სერგეი მირონოვმა.
კანონპროექტის ინიციატორს ნიმუშად მოჰყავს ჩინეთში არსებული პრაქტიკა.
ამჟამად რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმია გამოცხადებული, რომელიც 1997 წლიდან მოქმედებს. 1996 წელს, სიკვდილით დასჯილი უკანასკნელი მსჯავრდებული სერიული მკვლელი - სერგეი გოლოვკინი იყო.
ავტორ(ებ)ი :