გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა 28.06.2026 10:26

 

ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება. გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში მაღალი ტემპერატურის რეკორდები დაფიქსირდა.

გერმანიაში ჰაერის ტემპერატურამ 41,5 გრადუსს მიაღწია, რაც ქვეყნის ისტორიაში ახალი რეკორდია. ძლიერი სიცხის გამო ბერლინის პოლიციამ ქალაქში ადამიანების გასაგრილებლად წყლის ჭავლის ორი მანქანა გამოიყენა.

რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა ჩეხეთშიც. ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დოქსანის რაიონში, პრაღის ჩრდილოეთით, ტემპერატურამ 40,8 გრადუსს მიაღწია. ეს ჩეხეთის ისტორიაში ტემპერატურის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დანიაში, ქალაქ ოდუმში, 37 გრადუსი დაფიქსირდა. ბოლოს ქვეყანაში მსგავსი ტემპერატურა 1976 წელს იყო.

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სიცხის ტალღას შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ადამიანების ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე. ამჟამად ევროპის მასშტაბით დაახლოებით 150 მილიონ ადამიანს უწევს 35 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში ცხოვრება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ