დღე: 27

ღამე: 14

USD 2.8221

EUR 3.0151

"ძალიან ფრთხილად იყავით, არ გაცდუნონ, არ გადაგდონ, ყოველმხრივ ერიდეთ" 18.07.2022 11:15

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი


ავტორი დავით ზარდიაშვილი

 

ცხონებული კახა კაციტაძე თავის შესანიშნავ წერილში „ბნელეთი და მასთან მებრძოლები“, ჯერ კიდევ 2011 წელს, როცა ახასიათებდა თანამედროვე „ლიბერალ-ფუნდამენტალისტებს“, წერდა: 

 

„მოძღვრება, რომელიც ამტკიცებს, რომ უმაღლეს და საბოლოო ჭეშმარიტებას ფლობს, და ამბობს, რომ სამყარო ნათელი და ბნელი ძალების ბრძოლის ასპარეზია, სადაც თვით ისინი ნათლის მხედრების არიან, ხოლო ოპონენტები - ბნელები; რომ მიდის გადამწყვეტი ბრძოლა მათ შორის და კეთილებმა ნებისმიერი, თუგინდ უღირსზე უღირსი საქციელის ფასად უნდა გაიმარჯონ, მანიქეველობა ეწოდება.“ 

 

დღეს, ეს მანიქეველობა - განსაკუთრებით კი,  უმაღლესი ჭეშმარიტების ექსკლუზიურად ფლობა დასავლური „ლიბერალ-ფუნდამენტალისტებისა“ და ასევე, პაპზე მეტი კათოლიკეების - ჩვენი ე.წ. რადიკალი პრო-დასავლელების ყველაზე თვალშისაცემი თვისებაა - ისინი, ზუსტად ისე, როგორც მაგ.  მე-5 საუკუნეში ბინქარან მაცდური (მანიქევეთა სექტის ერთ-ერთი ლიდერი) სწორედაც ბნელეთთან გადამწყვეტი ბრძოლის მანიით არიან შეპყრობილნი. 

 

მეორე თვისება, რაც ასევე თვალში საცემია - თანამედროვე მანიქეველები  მიიჩნევენ, რომ უფლება აქვთ განურჩევლად ყველას სახელით ილაპარაკონ და იმოქმედონ: მაგ. დასავლეთში ისინი ლაპარაკობენ და მოქმედებენ მთელი კაცობრიობის - თითქოსდა ეს სანქციები მსოფლიოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყოს, ხოლო ჩვენში - ასევე მთელი ქართველი ხალხის სახელით, თითქოსდა "ტექნიკური მთავრობა" ანდა "დეოლიგარქიზაცია" ქართველთა საყოველთაო ვნებაა; 

 

მესამე, ასევე „ექსკლუზიური“ თვისება მანიქეველობისა -  განსაკუთრებული დაუნდობლობა გახლავთ. ლიბერალ-ფუნდამენტალისტების შემთხვევაში ეს ძალიან სასაცილო ხდება, რადგან სახელი "ლიბერალი" , როგორც პოლიტიკური მიმართულების იდენტიფიკატორი, უწინარეს ყოვლისა - შემწყნარებლობის ხაზგასმაა; თუმცა დედამიწაზე ვერსად ნახავთ განსხვავებული აზრის მიმართ ისეთ შეუწყნარებლობას,  აგრესიასა და „ბნელეთთან“ დაუნდობელი ბრძოლის ჟინს, როგორიც ამათ - ამ საცოდავებსა აქვთ; 

 

მანიქეველობა, როგორც ბოროტი საცდური, სხვადასხვა იდეოლოგიურ შეფერილობასა და ფორმას იღებს და როცა საუბრობენ სხვადასხვა ჯურის ფუნდამენტალიზმის, მაგ. „მარქსისტ-ფუნდამენტალისტთა“ (იგივე. ტროცკისტების) და „ლიბერალ-ფუნდამენტალისტთა“ იდეოლოგიურ ერთგვაროვნებაზე, სწორედ ეს აქვთ მხედველობაში - მანიქეველური ფესვები და ტოტები, რაც ფაქტობრივად ერთი და იგივე  ხენეშ ნაყოფს ისხამს. 

 

ეს სამი თვისება - „უმაღლესი და საბოლოო ჭეშმარიტების ფლობა სიკეთისა და ბოროტების გადამწყვეტ ომში“, ყველას სახელით ბნელეთის დევნა და განსაკუთრებული დაუნდობლობა, გახლავთ სამი ნიშანი, რითაც მანიქეველი იცნობა. წესით, საბჭოდა ეპოქის მანიქეველური ინდოქტრინიზაციის ჭირს გადარჩენილიებს, ამის მიმართ ძლიერი იმუნიტეტი უნდა გვქონდეს. 

 

მიუხედავად ამისა, ძალიან ფრთხილად იყავით, არ გაცდუნონ, არ გადაგდონ, ამიტომ ყოველმხრივ ერიდეთ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები