დღე: 11

ღამე: 2

USD 2.8446

EUR 2.9322

"მეორე ფრონტი არ გახსნეს მშიშარებმა, ქართველები არ აქციეს საზარბაზნე ხორცად ვითომ პატრიოტებმა" 07.07.2022 12:57

საფრანგეთში ევროკავშირიდან გასვლის პროცესი დაიწყო! ბრიტანეთში ორი მინისტრი გადადგა თანამდებობიდან და აქტიურ ფაზაში შევიდა ბორის ჯონსონის იმპიჩმენტის საკითხი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია წერს.

 

მისი თქმით, ამერიკაში ინფლაციაა, საწვავის ფასები არნახულად იზრდება.

 

"გერმანიასა და ესპანეთში საპროტესტო აქციებია სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებთან დაკავშირებით.

 

უკრაინაში ომია! ზელენსკი დაკარგული ქალაქების დაბრუნებას ჰპირდება მსოფლიოს თუ ბევრ იარაღს მიაწვდიან. მსოფლიო კი უკრაინული ხორბლის გამო ჭიდაობს. თურქეთი აჯობებს თუ ბრიტანეთი?...  ვინ ჩაიგდებს ხელში ათობით მილიონ ტონა ხორბალს?! (არა და, ამბობენ, სულ 2 მილიონი ტონაც არ არის დარჩენილიო). იქით პოლონეთი აცხადებს პრეტენზიებს... პოლონეთი ხომ საერთოდ, თვლის, რომ უკრაინული ხორბალი მისია... ისევე როგორც უკრაინა.

 

საბერძნეთზე, ლიეტუვასა და დანარჩენ ევროსიამაყეებზე არაფერს ვიტყვი...  მათ ისღა დარჩენიათ, რომ საკუთარ პრეზიდენტებსა და პრემიერებს მოუსმინონ და საწვავისა და ელექტროენერგიის ეკონომიაზე იზრუნონ. როგორ?  უბრალოდ, უფრო იშვიათად იბანაონ(!).. ან სულაც ფრაგმენტულად დაიბანონ უხერხული ადგილები! დიახ, უნდა დაუჯერონ ხელისუფლებას, რომელიც კრიზისიდან გამოსვლის გზას სისუფთავეზე გაკეთებულ ეკონომიაში ხედავს!

 

ეს ისე, მოკლედ...  ნუ, რაც გამახსენდა!

 

და ამ ფონზე, ეს  საქართველოს "ჩამოსაგდები"პრემიერმინისტრი და დასასანქცირებელი ბიძინა ივანიშვილი რეებს კადრულობენ?!   

 

1. აბასთუმნის რეაბილიტაცია - 1 მილიარდი 

2. წყალტუბოს უმაღლესი სტანდარტით მშენებლობა-1, 2 მილიარდი ევრო!

3. ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა- 1 მილიარდი.

რა არის, ახლა, ეს?.. რას ჰგავს თქვენი საქციელი?!

 

არა და, 78 მილიონს აძლევდა ევროპა სესხად საქართველოს და უარი თქვეს უმადურებმა...  მეორე ფრონტი არ გახსნეს მშიშარებმა... ქართველები არ აქციეს საზარბაზნე ხორცად ვითომ პატრიოტებმა...  თანამდებობები არ დატოვეს გაუმაძღრებმა... 

 

P.S. ბიძაჩემმა იცოდა თქმა: - ვისაც ჩვენი არეულ-დარეული გაუხარდეს, იმის დალაგებულს  შევე...ცილეო! 

 

ჰო და, იმათი დალაგებული ამ ტექსტის დასაწყისში დავწერე. ნუ, რაც გამახსენდა ის!"- წერს ხათუნა ხოფერია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები