12:34 29.06.2020
„ბელარუსის პრეზიდენტი ხალხს ყელში ამოუვიდა. აღწევს თუ არა მოსახლეობის ხმა ბატკამდე?“

 

ამერიკული პოპულარობით მეორე გაზეთ „ვაშინგტონ პოსტ“-ის The Washington Post») 25 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორც იქნა, ბელარუსის პრეზიდენტი ხალხს ყელში ამოუვიდა. აღწევს თუ არა მოსახლეობის ხმა ბატკამდე?“. მასში შეფასებულია ბელარუსში დღეს არსებული სიტაუცია და მოცემულია გარკვეული პროგნოზიც - შეინარჩუნებს თუ არა ალექსანდრე ლუკაშენკო ხელისუფლებას, იქნება თუ არა იგი ისევ ქვეყნის პრეზიდენტი 9 აგვისტოს დაგეგმილი არჩევნების შედეგად?


სხვათა შორის, პუბლიკაცია საინტერესოა იმითაც, რომ ის სარედაქციოა, ანუ მასში გაზეთის რედაქციის თვალსაზრისია გადმოცემული, რაც, „ვაშინგტონ პოსტის“ პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს.


 „ალექსანდრე ლუკაშენკო, მეტსახელად „ბატკა“ - ლეგენდარული თვალთმაქცი, რომელიც მოქმედებს პრინციპით „ჩვენც და თქვენც“ და რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ბალანსირებს. იგი არჩევნების ფალსიფიკატორია, რომელმაც რეჟისორობისა და მისი გაყალბების შედეგად რამდენჯერმე გახდა პრეზიდენტი. იგი ცნობილი დიქტატორიც არის, რომელიც სხვაგვარად აზროვნებას პრაქტიკულად ვერ იტანს. სამწუხაროდ, ამგვარი მარტვის კურსით იგი ქვეყანას ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართავს. 9 აგვისტოს დანიშნულ არჩევნებში მან თავისი თავი ქვეყნის მეთაურის პოსტზე კანდიდატად უკვე მე-6 ვადით წარმოადგინა, თუმცა, წინა წლებში გამართული არჩევნებისაგან განსხვავებით, დღეს „ბატკა“ ამომრჩევლების უკმაყოფილებას აწყდება.


პოპულარულმა იუთუბერმა სერგეი ტიხანოვსკიმ ათასობით ადამიანს მოუწოდა ხელმოწერის შეგროვებისაკენ ისეთი კანდიდატისათვის, რომელიც კორუფციას შეებრძოლება ლოზუნგით „სდექ, ტარაკანო“. მისმა მხარდამჭერებმა აქციაზე დიდი ჩუსტი მიიტანეს, რომლითაც შინაურ მავნებელ მწერს - ტარაკანს სრესენ. მოგვინებიტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინ აღუდგა მინსკელი ბანკირი ალექსანდრე ბაბარიკო - მან 400 ათასი ხელმოწერა შეაგროვა ცესკოში დასარეგისტრირებლად (საჭიროა მხოლოდ 100 ათასი). ალექსანდრე ბაბარიკოს ბანკი რუსულ „გაზმპრომ“-თან არის დაკავშირებული.


„ბატკა“ წარმატებით იდეროებდა ოპოზნენტების შეტევას წინა წლებში. იგი თავის თავს იმ ერთადერთ ადამიანად მიიჩნევდა, ვისაც ქვეყნის სტაბილიზების დაცვა შეუძლია. მან ბევრი ოპონენეტი ჩასვა ციხეში, მაგრამ ახლა მოსახლეობის უკმაყოფილებას ვეღარ აქრობს: ხალხს არ მოსწონს სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუარესება და ის რეაქცია, რომელიც მან კორონავირუსის დროს გამოავლინა: მან დასცინა იმ ადამიანებს, რომლებიც ჯანსარად აზროვნებდნენ და ამბობდა - Эვირუსის წამალი აბანო და არაყი არისოЭ. დღეს 9,4 მილიონიან ბელარუსში 60 ათასზე მეტი დაავადებულია რეგისტრირებული, მათგან 383 გარდაიცვალა. შედარებისათვის: მეზობელ პოლონეთში, სადაც მოსახლეობა თითქმის ოთხჯერ მეტია, ინფიცირებულია 32200 ადამიანი და მათგან მხოლოდ 193 ადამიანია გარდაცვლილი.


„ბატკა“ ოპონენტების წინააღმდეგ მისთვის ცნობილ ერთადერთ იარაღს იყენებს - დაჭერა და ციხეში ჩაგდება, მაგრამ ის რაც ადრე გასდიოდა, ახლა ვერ გამოსდის. მან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ბრალდებით (პოლიციელებზე თავდასხმისათვის) დააჭერინა სერგეი ტიხანოვსკი და ეგონა, გავანეიტრალებო, მაგრამ პოპულარული იუთუბერის ნაცვლად მისმა ცოლმა სვეტლანამ საკმარისი ხმები შეაგროვა არჩევნებში ბალოტირების მიზნით. „ბატკას“ ნების აღმსრულებელმა პოლიციამ ასევე დაიჭირა ალექსანდრე ბაბარიკოც, რომელსაც ფინანსური დარღვევები დააბრალეს.


პრეზიდენტობის კანდიდატების დაჭერებს აშკარად „პოლიტიკური სუნი ასდის“ და იმაზეა გათვლილი, რომ მათ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ მიიღონ, მაგრამ მათმა დაკავებამ მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. აქციის დაშლის დროს პოლიციამ  კიდევ ათეულობით აქტივისტი და ჟურნალისტები დააკავა.


ალექსანდრე ლუკაშენკოს დიდი სახელმწიფოებს შორის ლავირება შეუძლია. იგი ხან რუსეთთან კავშირების გამტკიცებისთვის გამოდის, როცა ვლადიმერ პუტინისაგან რაიმეს მიღება სურს, ხანაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ეთამაშება და თავისთან მაიკ პომპეოს მასპინძლობს... თუმცა, ბოლო მოვლენები მოქმობს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს პოზიციები ქვეყანაში არცთუ ისე მტკიცეა. ხალხს მოთმინება დაუკარგა პრეზიდენტის სიყრუემ, ბელარუსეს ყელეში ამოუვიდათ მისი თვალთმაქცობა ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე. საკითხი ახალა ასე დგას: გაიგებს თუ არა „ბატკა“ ამომრჩევლების ხმას თუ იგი ისევ მაქინაციებს დაიწყებს ხელისუფლების შენარჩუნებისათვის“.


წყარო: https://www.washingtonpost.com/opinions/global-opinions/people-are-finally-fed-up-with-belaruss-leader-will-they-be-heard/2020/06/24/63ccb3fa-b57f-11ea-a8da-693df3d7674a_story.html

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge