23:03 29.07.2020
„აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის დაჩი ბუაძე - ეს ყველაფერი არის „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ მიერ აგორებული“

ავთანდილ ბილანიშვილის, "კაწროს" მეგობარმა, დაჩი ბუაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვა. ის გამოკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ბუაძის ადვოკატმა, თენგიზ სუპატაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაჩი ბუაძეს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. მისივე თქმით, გამოკითხვაზე ბუაძემ დაამტკიცა, რომ ინციდენტის დღეს მცხეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.

 

„აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის დაჩი ბუაძე, ეს ყველაფერი ატეხილია ჟურნალისტების მიერ. თითქოს იგი აპირებდა გაქცევას, დამალვას და ა.შ. დაჩი ბუაძე საერთოდ შეხებაში არ არის აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან. კითხვა იყო, სად იმყოფებოდა, მეტი არაფერი. მან დაამტკიცა, რომ იმ დღეს საერთოდ არ იყო გასული მცხეთის ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი არის „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ მიერ აგორებული. დაკავებული არ ყოფილა, ჩვეულებრივად მივიდნენ საცხოვრებელ სახლში და სთხოვეს, რომ მისულიყო ჩვენების მისაცემად. დაიკითხა ნორმალურ ვითარებაში და არავითარი ზეწოლა არ არის იმიტომ, რომ ამ პიროვნებას აღნიშნულ საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს“, - განაცხადა ადვოკატმა. დღესვე უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა საქმეზე დაკავებული სამი პირის, არჩილ გაგნიძის, ნიკა ჟვანიასა და ვასილ მახარაძის ერთ-ერთი მეგობარი.

 

როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მის დაცვის ქვეშ მყოფს საქმესთან არანაირი კავშრი არ აქვს. მისივე თქმით, შემთხვევის დღეს, ის თბილისში იმყოფებდა.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge