22:52 31.07.2020
„ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა წამლის ფულით უზრუნველმყვეს - ძველი სამსახურიდან შემომეხმიანნენ და სამსახურშიც აღმადგენენ“

კობა დავითაშვილი სოციალურ ქსელში მადლობას უხდის საზოგადოებას და წერს: 

 

„ყველას დიდი მადლობა ჩემი გასაჭირის გულთან მიტანისათვის. პოსტის გაზიარებისთვის, თბილი სიტყვებისთვის. მტრებსაც თავშეკავებისთვის (მხოლოდ ერთი შემომიხტა). პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა წამლის ფულით უზრუნველმყვეს, ახლახან კი ძველი სამსახურიდან შემომეხმიანნენ და სამსახურშიც აღმადგენენ. დაგლოცოთ ღმერთმა!“

 

შეგახსენებთ, რომ დღეს კობა დავითაშვილმა გამოაქვეყნა ემოციური პოსტი და საზოგადოებას მიმართა: „თუ არ მექნა თვეში 500 დოლარის შემოსავალი, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული - მე კი მარტში უმუშევარი დავრჩი“.

 





ავტორ(ებ)ი : geotimes.ge