15:31 14.09.2020
რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი: ემანუილ მაკრონის ორმაგი სტანდარტები

ფრანგულ გამოცემა „ოპინიონ“-ში («L'Opinion») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი: ემანუილ მაკრონის ორმაგი სტანდარტები“, რომლის ავტორი, პოლიტიკური მიმომხიოლველი ჟან-დომინიკ მერშე რუსეთთან და თურქეთთან საფრანგეთის პრეზიდენტის პოლიტიკას აკრიტიკებს.

 

„ემანუელ მაკრონმა ამ დღეებში კუნძულ კორსიკაზე გამართულ ევროკავშირის სამხრეთევროპული წევრების ლიდერთა სამიტზე თურქეთს ისევ „ყური აუწია“ და განაცხადა, რომ ანკარა ისე უხეშად მოქმედებს ხმელთაშუა ზღვაზე, რომ იგი ჩვენი პარტნიორი ვეღარ იქნებაო. აუცილებელია დაძაბულობის განეიტრალება და ამ სიტუაციიდან გამოსავალის პოვნა“, - წერს ავტორი.

 

„საფრანგეთის მოკავშირეები, უპირველესად კი ამერიკელები და გერმანელები პარიზსა და ანაკარას შორის დაპირისპირებას თვალს ადევნებენ, თანაც გარკვეული გაღიზიანებით. ვაშინგტონს და ბერლინს არ სურთ ნატოს წევრ თურქეთთან ურთიერთობის გამწვავება. ისინი აღნიშნავენ, რომ ფრანგები ვლადიმერ პუტინს უფრო პატივს სცემენ და ტავაზიანად ეპყრობინ, ვიდრე რეჯეფ ერდოღანს. კი, თურქეთში დემოკრატიის მხრივ სიტუაცია იდეალური არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ იქ ოპოზიცია ქვეყნის ორ დიდ ქალაქს მართავს - სტამბოლსა და ანკარას. იმავდროულად ალექსი ნავალნის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ვლადიმერ პუტინს ოპოზიციასთან“, - მსჯელობს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მოსკოვთან და ანკარასთან ურთიერთობაში „ორმაგ პოლიტიკურ სტანდარტებს“ ავლენს.

 

„რაც არ უნდა მოხდეს, რუსეთი და თურქეთი მაინც ევროპის ქვეყნებად ითვლებიან. ემანუელ მაკრონი სწორად მოიქცა, როცა რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაცია დაიწყო. ახლა მან იგივე უნდა გააკეთოს თურქეთთანაც“, - ნარტქვამია სტატიის დასასრულს.

 

წყარო: https://www.lopinion.fr/edition/international/erdogan-poutine-deux-poids-deux-mesures-d-emmanuel-macron-223356

 

მოამზადა სიმონ კილაძემ




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge