15:55 16.10.2020
ნოემბრიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით ფრენების გახშირება იგეგმება

 

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ნოემბრიდან იგეგმება ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით ფრენების გახშირება. შესაბამისი გადაწვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.


მათივე ცნობით, ნოემბრის თვეზე ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ რიგის და პარიზის მიმართულებით დანიშნული რეგულარული ფრენების განრიგი:

 


• თბილისი - რიგა - თბილისი - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი;

• თბილისი - პარიზი - თბილისი - ოთხშაბათი, კვირა.


ლატვიაში შემსვლელი პირებისათვის სავალდებულოა 10 დღიანი თვითიზოლაციის გავლა. ლატვიის ტრანზიტულად გამოყენებისათვის კი აეროპორტში მაქსიმალური დარჩენის დრო არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. საფრანგეთის საზღვარი უპირობოდ გახსნილია საქართველოსთან, რომლის საზღვრის გადაკვეთაც შესაძლებელია როგორც მოწვევით, ან ბინადრობის მოწმობით, ასევე ტურისტულად,“- ნათქვამია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge