21:20 17.10.2020
„თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ სამეგრელოს თავადის, ნიკო დადიანის სასახლე დამთვალიერებლის მისაღებად ემზადება!“


ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავტცრლრბს და აცხადებს, რომ  სამეგრელოს თავადის ნიკო დადიანის სასახლე 50 წლის შემდეგ დამთვალიერებელს მიიღებს:

 

 

“თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ სამეგრელოს უბრწყინვალესი თავადის ნიკო დადიანის სასახლე დამთვალიერებლის მისაღებად ემზადება! საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” დაფინანსებით აღდგენილი ეს უნიკალური შენობა უკვე სრულად დატვირთულია, ჩატარებულია წარმოუდგენელი მასშტაბის სამუშაო, გადარჩენილია ქართული საერო არქიტექტურის დიდებული ძეგლი! მუზეუმის შენობაში უკვე დაიწყო შიდა საფონდო და საექსპოზიციო სამუშაოები… დღეს დადიანების საუკუნოვანი ბიბლიოთეკა დავათვალიერე, საუკეთესოდაა მომზადებული ე.წ ფრანგული ტიპის ვიტრინები, სადაც შესანიშნავი ნივთები განთავსდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადგომით მაქვს პატივი ზუგდიდის დადიანების სასახლეში ახალი ექსპოზიციის მოწყობას და მუზეუმის განვითარების ახალი გეგმის შექმნას მე ვუხელმძღვანელო. ეს დიდებული და საპასუხისმგებლო საქმეა, რასაც კარგად ვაცნობიერებ და იმედი მაქვს, ხელოვნების სასახლის და ზუგდიდის დადიანების სასახლეების თანამშრომლების თანადგომით ამ ტვირთს ადვილად ავწევ! ჩვენ ვიწყებთ!”




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge