20:58 20.11.2020
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ტურნირზე გამომსვლელი სამი ქართველი სპორტსმენიდან სამივემ მედლის მოპოვება შეძლო. 81 კგ წონით კატეგორიაში არაჩვეულებრივად იასპარეზა ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც ფინალში 40 წამში ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ოლიმპიური თამაშების ოქროს და ბრინჯაოს მფლობელმა, ლაშა შავდათუაშვილმა ფინალი, სამწუხაროდ, მოლდაველ ვიქტორ სტეპრუსთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ლუკა მაისურაძემ კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ტიტულოვანი ნიდერლანდელი ძიუდოისტი ფრანკ დე ვიტი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

 

ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ღირსებას სამი ძიუდოისტი დაიცავს. წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის ონლაინ პლატფრომა – 1tv.ge შემოგთავაზებთ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge