23:09 21.11.2020
„ამ სამომავლო ჩანაწერმა უნდა უზრუნველყოს როგორც ლუსტრაცია იმ პარტიების, რომლებიც ცდილობენ გაურკვევლობაში შეიყვანონ ამომრჩევლები, ასევე, პოლიტიკური ავანტიურის პრევენცია“

სამართალმცოდნე ირინა ბათიაშვილი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:

 

 

ერთხელ დავწერე სოციალურ ქსელში, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოში სამართალმცოდნეების სოლიდური უმრავლესობა იყოს წარმოდგენილი, ხოლო დღევანდელმა არჩევნების მეორე ტურმა დამანახა ჩემი მსჯელობის აბსოლუტური სისწორე. ჩემი პატივისცემა ყველა პროფესიისადმი, მაგრამ კარგი იქნება საკანონმდებლო ორგანოს წევრები თუ დაფიქრდებიან სამომავლოდ არჩევნებში წარმოქმნილ პრობლემატიკაზე, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გამოწვევების და რყევების ფონზე. სამწუხაროდ მოქმედ კანონმდებლობაში გარკვეული ცდომილებების გამო, დღეს გაურკვევლობაში ვართ იმის თაობაზე, იღებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში.


ერთი მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ მიერ მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენილი კანდიდატები არ იღებენ მონაწილეობას მეორე ტურში, მეორე მხრივ კი - ბიულეტენზე ვხედავთ ამ კანდიდატების სახელს და გვარს და მათ მხარდამჭერებს აქვთ საშუალება გააკეთონ მათ სასარგებლოდ არჩევანი.


პრობლემა არის ის, რომ დღეს, ამ არჩევნებში, საქართველოს საარჩვენო კოდექსის 120-ე მუხლი საერთოდ არ ითვალისწინებდა, არჩევნების მეორე ტურში კანდიდატის მოხსნის შესაძლებლობას. მეტი სიცხადისთვის ჩემ სტატუსს ვურთავ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამის


 

პუნქტებს:


“1.საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 დღისა, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნოკომისიას.


1’. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება არჩევნების მეორე ტურზე”.


მართალია აქ არის დათქმა, რომ მომდევნო პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე უქმდება დღეის მდგომარეობით არსებული ჩანაწერი და ამოქმედდება ამ სახით: “საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდეარაუგვიანეს 12 დღისა, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. “


ჩემი, როგორც სამართალმცოდნის და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრის მოსაზრებით, ჩვენ საარჩევნო კოდექსში სამომავლოდ უნდა ცხადად იქნას განმარტებული იმის თაობაზე, რომ ის კანდიდატები, ვისაც არ სურთ მეორე ტურში მონაწილეობის მიღება, ვალდებულნი არიან ცესკოს აღნიშნულისთაობაზე ოფიციალურად წერილობით განაცხადით მიმართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ისევ მონაწილეობას მიიღებენ მეორე ტურში კანონმდებლობის შესაბამისად. მართალია ეს თითქმის იგივეა, რაც მოცემულია 2018 წლის ცვლილების შედეგად “სამომავლო არჩევნებისთვის გათვალისწინებულჩანაწერში”, გარდა მონაწილეობის მიღების ვალდებულებისა.


მაგრამ აქ ჩნდება მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ჩემი აზრით, აუცილებლად დახვეწას მოითხოვს კერძოდ, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის ვადების და კანდიდატის მოხსნისათვის განცხადების მიმართვის ვადებს შორის შეუსაბამობა.


ამ სამომავლო ჩანაწერმა უნდა უზრუნველყოს როგორც ლუსტრაცია იმ პარტიების, რომლებიც ცდილობენ გაურკვევლობაში შეიყვანონ ამომრჩევლები, ასევე უზრუნველყოს პოლიტიკური ავანტიურის პრევენცია.


ვფიქრობ, ახალი მოწვევის პარლამენტმა კიდევ ერთი ხარვეზი უნდა გამოასწოროს, რადგან შემდგომში იგივე პრობლემა არ წარმოიშვას, რასაც ახლა აქვს ადგილი. 2018 წელს შეტანილი ცვლილება დასახვეწია, კონკრეტულად კი საარჩევნო სუბიექტის მიერ არაუგვიანესს 12 დღით ადრე შესაბამის საარჩევნოკომისიასთვის მიმართვის შესახებ. უმჯობესი იქნება თუ მეორე ტურის დანიშვნის ვადებს სრულად მიესადაგება მიმართვის ვადა.


საარჩევნო კოდექსის 126- ე მუხლის თანახმად, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება არჩევნებიდან მესამეშაბათს.


შეჯამების თარიღი და პირობები კი განისაზღვრება საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლით რომლის თანახმად, ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, თავის სხდომაზეაჯამებს საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს არჩევნების მეორე ტურის დღეს.


ანუ მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ქვეყანაში არჩევნების ჩატარების შემდგომ, 19 დღის განმავლობაში ცესკო გამოაცხადებს შედეგს და ამასთან ერთად შაბათ დღეს ნიშავს მეორე ტურს საჭიროების შემთხვევაში. პარტიების მიერ არჩევნების შედეგის გაგებიდან მეორე ტურის თარიღამდე სულ რამდენიმე დღე რჩება(2020 წელს შემაჯამებელი ოქმი გამოქვეყნდა 13 ნოემბერს და მეორე ტური დაინიშნა 21 ნოემბერს). ლოგიკურად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდგომ პარტიას და მეორე ტურში მონაწილე პირს ერთმევა საშუალება უარი თქვას საკუთარკანდიდატურაზე ოფიციალურად განცხადებით, რადგან უარის თქმა შესაძლებელია კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 დღის (2018 წლის ცვლილების შესაბამისად).


ახალი მოწვევის პარლამეტს კი ვუსურვებ, შეძლოს ჩვენი მოქმედი კანონმდებლობის მორგება ქვეყანაში არამხოლოდ არსებულ გამოწვევებს, არამედ სამომავლო ქარტეხილებსაც.

 

 

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge