15:50 12.01.2021
უცხოური პრესა - მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან ისევ მიდის

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურმა («BBC Russian») გამოაქვეყნა მასალა სათაურით „მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან ისევ მიდის“, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია: „ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ „ვარდების რევოლუციის“ ლიდერი და პროდასავლელი პეფორმატორი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ჩამოაშორა, პოლიტიკიდან წასვლა განაცხადა. სხვათა შორის, მან ადრეც გადადგა მსგავსი ნაბიჯი, შვიდი წლის წინ, მაგრამ შორს არ წასულა - პრინციპში, მილიარდერი ისევ პოლიტიკაში დარჩა, მან შეინარჩუნა თავისი პარტიისადმი კონტროლი და ოთხი წლის შემდეგ ისევ პოლიტიკაში დაბრუნდა“, - აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც მოცემულია ქართველი ექსპერტის გელა ვასაძის კომენტარი:


„ბიძინა ივანიშვილის წავლა ახლაც დეკლარაციული ხასიათისა იქნება. რა თქმა უნდა, იგი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებისადმი კონტროლს, რომლის ყველა ინსტრუმენტი ბიძინა ივანიშვილის ხელშია“, - ამბობს ექსპერტი „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის კოსრესპონდენტთან საუბარში. გელა ვასაძე დარწმუნებულია, რომ მილიარდერს იმ პოლიტიკურ სისტემაში დაბრუნება, რომელიც თვითონ შექმნა, ყოველ დროს შეუძლია, თანაც ყველანაირ თანამდებობაზე. „ჯერ-ჯერობით სტატუს-ქვო შენარჩუნებულია“.


პუბლიკაციაში აგრეთვე გადმოცემულია ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდის მიმოხილვა და ხაზგასმულია, რომ ამჯერად „ქართული ოცნების“ ლიდერი პოლიტიკიდან იმ დროს მიდის, როცა საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური [და ეკონომიკური] კრიზისი სუფევს.


წყარო: https://www.bbc.com/russian/news-55622456?xtor=AL-73-%5Bpartner%5D-%5Byandex%5D-%5Bheadline%5D-%5Brussian%5D-%5Bbizdev%5D-%5Bisapi%5D

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი