11:56 13.01.2021
სხვადასხვა ბიზნესს დენის გაზრდილი ტარიფი დაუსუბსიდირდება

2020 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ამოქმედდა. მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, ცალკეულ სფეროებში მოღვაწე ბიზნესებს გაზრდილი ტარიფის სხვაობის 50% სახელმწიფოს მიერ დაუსუბსიდირდება.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული სიის მიხედვით, მთავრობისგან სუბსიდიას საკვები პროდუქტების პირველადი წარმოების სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ბიზნესები მიიღებენ, კერძოდ, საქმიანობის სფეროების ჩამონათვალი ასეთია:

● მეფრინველეობა ;

● ხორცის გადამუშავება და კონსერვირება ;

● შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება ;

● ხორცის პროდუქტების წარმოება ;

● თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება ;

● კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება ;

● ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და კონსერვირების სხვა სახეები ;

● ზეთებისა და ცხიმების წარმოება ;

● მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება ;

● რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება ;

● საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება ;

● სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება ;

● პურის წარმოება; არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების და მისთ. წარმოება ;

● ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება ;

● მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების ;

● შაქრის წარმოება ;

● სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება ;

● ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება ;

● მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისათვის ;

● მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისათვის.

მთავრობის დადგენილების თანახმად, უნდა შეიქმნას სპეციალური სია, რომელიც ამ სფეროებში მოღვაწე ბიზნესებს აღრიცხავს.


ამ სიაში შესასვლელად ბიზნესებმა 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით ვებგვერდ   https//www.registration.gov.ge-ზე უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი. დადგენილების თანახმად, ბიზნესების განაცხადებს შეამოწმებენ როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ასევე შემოსავლების სამსახური.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი