23:37 13.01.2021
პეტრე ცისკარიშვილი - მიხეილ სააკაშვილი არის დევნილი ოპოზიციონერი ლიდერი და თავის პარტიას ეხმარება, სად უნდა წავიდეს?!

გიორგი ვაშაძემ საკუთარ პარტიას მიხედოს, ხოლო ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიშა სააკაშვილი თვითონ გადაწყვეტთ, წავა თუ დარჩება ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გიორგი ვაშაძის განცხადებაზე საუბრისას თქვა. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, სააკაშვილი არსად წასვლას არ გეგმავს და არც უნდა წავიდეს.

 

„გასაგებია გიორგი ვაშაძის სურვილი, რომ ჩვენ არა 30-35 პროცენტიანი, არამედ მასავით 3-პროცენტიანი პარტია გავხდეთ და მიშა ჩვენთან ერთად არ იყოს, მაგრამ როგორც სააკაშვილი იტყოდა: ნურას უკაცრავად! ასეთი რაღაცები არ გამოვა, არავინ წასვლას არ გეგმავს. არასწორია ერთ სიბრტყეში დაყენება ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ქვეყნის არაფორომალური მმართველია, ქვეყანა გააჩანაგა და გააღატაკა და მიხეილ სააკაშვილის, რომელიც მერვე წელია არის დევნილი ოპოზიციონერი ლიდერი და თავის პარტიას არჩევნებიდან არჩევნებამდე ეხმარება. სად უნდა წავიდეს?!“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge