00:55 23.02.2021
გახარიას ამზადებენ ივანიშვილის მემკვიდრედ, ოღონდ არა "თვალთხარიას", არამედ, შემრიგებლის იმიჯით - ვაჟა შუბითიძე

ვაჟა შუბითიძის პოსტი:

 

 

გრძელდება რუსული პოლიტტექნოლოგიური ექსპერიმენტები საქართველოზე და მის მოსახლეობაზე. არის ფაქტები, რომ გახარია შორს არ წასულა და მას ამზადებენ ივანიშვილის მემკვიდრედ, ოღონდ არა "თვალთხარიას", არამედ შემრიგებლის და სამოქალაქო "თანხმობის" მიმღწევი გმირის ახალი იმიჯით. მირიან მირიანაშვილის თქმით, მის მიერ ერთ დღეში მიღებული (ვითომ) 200 ათასი მოწონება ფეისბუქით(ლაიქი) ძირითადად ადმინისტრაციული რესურსის, ენთუზიასტთა, პრობაციონერთა და ბინადაკარგული, მაგრამ თავისივე ბინაში დროებით მცხოვრები 120 ათასი კაცის დამსახურებაა(ესენივე დაჰყავთ მიტინგებზე დაშინებით, რომ გამოასახლებენ). არის გეგმა, რომ გახარიამ გააკეთოს ახალი პარტია, რომელიც მიიზიდავს ახალი ძალების და ოცნების ნაწილს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე(ამათ უკვე შემოდგომით აწყობთ არჩევნები, თუმცა აშშ ახლა არ ეთანხმება) ხელისუფლებაში დაბრუნდეს(ოპოზიცია, ცხადია ისევ ნაცები იქნებიან). ამისათვის საჭიროა, რომ ღარიბაშვილის მთავრობამ დაარბიოს ნაცები, დაიჭიროს მელია, დაძაბოს სიტუაცია ქვეყანაში, რათა მისი გადაყენება და ახალი არჩევნები დანიშნონ მას შემდეგ, რაც გახარია ჩადგება ნაცებსა(ამიტომ გაავრცელეს ნაცებმა ლოზუნგი, რომ "მე ვპატიობ გახარიას") და ხელისუფლებას შორის და კეთილშობილი მომრიგებლის როლს ითამაშოს. ვნახოთ, რა პოზიციას დაიკავებს აშშ-ს საელჩო და როგორ განვითარდება მოვლენები...




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge