14:35 23.02.2021
მოვუწოდებ მთავრობას, დრამატულ მოქმედებას თავი დაანებოს - რა შეფასებები მოჰყვა ნიკა მელიას დაკავებას

ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს- სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა.


ნიკა მელიას დაკავებას წინააღმდეგობას უწევდა პარტიის ოფისში შეკრებილი ათეულობით მოქალაქე, რომელთა შორის, როგორცნაციონალური მოძრაობისწევრები, ისე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები იყვნენ. ნიკა მელიას დაკავების გარდა, დარბეულია პარტიის ოფისი, მათ შორის არქივის, IT-ის ოთახები.


„ჯორჯიან თაიმსი“ გთავაზობთ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავებ შესახებ, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებულ მწვავე გამოხმაურებებს:


ნაციონალური მოძრაობისლიდერის, დაკავებას ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ტვიტერში გამოეხმაურა და შემაშფოთებელი უწოდა. კინზინგერი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უარი თქვას დრამატულ მოქმედებებზე.


ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ყველანი ვუყურებთ. პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ რეიდს. მე, როგორც საქართველოს ფრაქციის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. ახლახან შემოვიტანეთ საქართველოს მხარდაჭერის აქტი. ეს არ არის ის, რაც ავტომატურად ხდება”, – წერს კინზინგერი „ტვიტერში“.


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გამო.


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა.


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.


არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება,“ – წერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიანაციონალური მოძრაობისლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.


არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებოდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოჰყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება. ალბათ, ესეც არის მიზანისაკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა …“ – წერს სახალხო დამცველიფეისბუქში“.


ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი სოციალურ ქსელტვიტერშიაღნიშნული ფაქტის შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს და წერს:


შეძრული ვარ დღეს დილითნაციონალური მოძრაობისსათაო ოფისში განვითარებული სცენით.


თბილისში ძალადობა და ქაოსი არის ყველაზე უკანასკნელი რამ, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და უახლოეს დღეებში,“- წერს ბრიტანელი დიპლომატი.“


ლელოს“  ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა ერთი კაცის მიერაა მართული:


უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი! ამ ქვეყანას ასე განვითარება არ უწერიახალხო, მომავალში გაიხედეთ, მომავალზე ილაპარაკეთ, თქვენს შვილებზე იფიქრეთ! შვილებს დემოკრატიისა და თავისუფლების გარეშე მომავალი არ აქვთ!!!“- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.


ნატო- ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მხარეებს თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს.


ის რაც საქართველოში მოხდა, შემაშფოთებელია. პირველი, ვინც აგებს, ქართველი ხალხია. მოვუწოდებ, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და საქართველო უკუსვლით არ წავიდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას და დემოკრატიას იცავს,“- წერს ანდერს ფოგ რასმუსენიტვიტერში“.


ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ ეს უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია.

  

მისივე შეფასებით, ეს პროცესები მხოლოდ კრემლს აძლევს ხელს


ეს არის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის. ერთადერთი, ვინც ამით სარგებლობს, კრემლი, ბატონი ბიძინა და მისი მხარდამჭერების უახლოესი წრეა. ამაში არაფერია კარგი ქართველებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ბაიდენს სიმტკიცეს გამოიჩენს. კრემლი თვალყურს ადევნებს,“- წერს ბენ ჰოჯესი.


ამასთან, ოპოზიციამ დღეს, 15:00 საათზე კანცელარიასთან აქცია დააანონსა.


თუ მოგეწონათ რაც ახლა ნახეთ, დარჩით სახლში. თუ არა - დღეს 3 საათზე კანცელარიასთან,“ - წერს ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.


საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კინაციონალური მოძრაობისთავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურსა და პოლიციას მადლობა გადაუხადა.


დღეს პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ვამაყობ თქვენით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


მისივე თქმით, ზოგადად, სპეცოპერაციის პრაქტიკასა და გამოყენებულ მეთოდებს,  აბსოლუტურად ცივილიზებულია და დემოკრატიული ქვეყნების უმაღლესი სტანდარტებს შეესაბამება.


დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის რაც არის ევროპული, ამერიკული სტანდარტების შესაბამისი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მოქალაქის კონსტიტუციურ ფარგლებში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ, ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში,“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ნაციონალური მოძრაობისლიდერი ნიკა მელია ამ დროისთვის რუსთავში, სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაშია გადაყვანილი.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge