00:28 08.04.2021
სააკაშვილის პარტიამ $250.000 გადაუხადა ამერიკულ ლობისტურ კომპანია Orient Strategies-ს, რომლის ხელმძღვანელია IRI-ის ვიცე-თავმჯდომარე რენდი შონემანი - გია აბაშიძე
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კომენტარს აკეთებს რამდენიმე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხზე:

- არ დარჩა ავტორიტეტული საერთაშორისო აქტორი, რომელმაც ოპოზიციას არ მოუწოდა პარლამენტში შესვლისაკენ და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლისაკენ. ამის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი გავლენის ქვეშ მყოფნი მაინც ვერ აცნობიერებენ, რომ არც ვადამდელი არჩევნები იქნება, არც საერთაშორისო სანქციები და თუ კონსტიტუცია არ შეიცვალა, 2024 წელს, ოპოზიციიდან ბევრი პარტია 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს და სააკაშვილის გეგმით, გაქრებიან პოლიტიკური ველიდან.
- საქართველოზე დამახინჯებული აღქმის შესაქმნელად 2019-2020 წწ. სააკაშვილის პარტიამ $250.000 გადაუხადა ამერიკულ ლობისტურ კომპანია Orient Strategies-ს, რომლის ხელმძღვანელია IRI-ის ვიცე-თავმჯდომარე რენდი შონემანია. 2021 წლის თებერვალში, დამატებით $150.000-იანი ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა Cogent Strategies-თან. ცხადია, რომ ლობისტების მეშვეობით ამერიკელ პოლიტიკოსებს ეგზავნებათ "ნაციონალური მოძრაობის" დამახინჯებული გზავნილები, მარტივად რომ ვთქვათ, "მთავარი არხის" მსგავსი დეზინფორმაცია ინგლისურ ენაზე. საკითხავია, ჯამურად ეს $400.000 "ნაციონალური მოძრაობის" შავი ფულია თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჩვენი ჯიბიდან გადახდილი?
- ის დრო დადგა, როცა ავტორიტეტული "აიარაის" და "ენდიაის" კვლევებს აღარავინ ენდობა საქართველოში, რადგან საველე სამუშაოების შემსრულებელი ადგილობრივი ორგანიზაციები არაკეთილსინდისიერად ასრულებენ საქმეს, მათი კვლევები ყოველთვის 20 და მეტი პროცენტით აცდენილია რეალობას. თუმცა, ამ ტენდენციური კვლევებიდანაც ჩანს, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს მობეზრდა ეს ბოიკოტიობანა და ოპოზიციის საპარლამენტო სკამებზე უსაგნო მსჯელობა. ხალხს გაცილებით სხვა უმწვავესი პრობლემების დროული მოგვარება სურს.
- ამის ფონზე, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ანასხლეტები სერგი კაპანაძისა და აკო მინაშვილის პირით ბედავენ და საქართველოს ადანაშაულებენ 2008 წლის აგვისტოს ომში, ცხინვალში კასეტური ბომბების გამოყენებაში. იმავე კლასტერი კი პოზნერსა და მის სტუმრებს აპროტესტებდა თბილისში. თანაც ვინ? ჩეკისტების სკოლაგამოვლილი ხოშტარია, მინდია გულუას რუსული პარტიის პრესსპიკერი მაქარაშვილი, ნინო ანზოროვნა და სხვა მსგავსი უტიფრები.
- 9 აპრილის აქცია ევროპის მოედანზე იქნება მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრება, მდუმარე აქცია "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. იმედია, მოღალატე ნაცსექტის სავარაუდო პროვოკაციები ძირშივე იქნება ალაგმული.
- დიდი იმედი მაქვს, რომ 9 აპრილს, სააკაშვილის აქტივისტები 1 დღით მაინც აიღებენ პარლამენტის შენობასთან გაშლილ ცარიელ კარვებს. თავად თუ ვერ, დედაქალაქის მერიის სამსახურები დაალაგებენ იქაურობას, რათა ყველა ჩვენ თანამემამულეს მიეცეს იქ თავისუფლად მისვლის საშუალება და სამშობლოს გმირებისათვის პატივის მიგება.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge