20:49 08.06.2021
ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფინალში მან შვედი ტომი მაციასი დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა.

ლაშა გახდა პირველი სპორტსმენი ქართული ძიუდოს ისტორიაში, ვისაც კარიერის განმავლობაში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ორმა ქართველმა – ნუგზარ ტატალაშვილმა (73) და ეთერ ლიპარტელიანმა (57) იასპარეზეს, მაგრამ სამწუხაროდ ორივე მათგანმა ადრეულ ეტაპზე დაასრულა გამოსვლა. ტურნირზე ხვალ საქართველოსთვის მედლების მოპოვებას ტატო გრიგალაშვილი (81კგ) და ლუკა მაისურაძე (81კგ) შეეცდებიან.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge