დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"კორონავირუსი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის - ახლა მთავარია სოლიდარობა" 11.02.2020 16:17

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსი „დიდი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის“. ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ამის შესახებ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც 400- ზე მეტი მკვლევარი და ექსპერტი ესწრებოდა.

 

„შემთხვევების 99% ჩინეთში ფიქსირდება, რაც საგანგებო მდგომარეობაა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ვირუსი ძალიან დიდი საფრთხეს წარმოადგენს მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ადჰანომ გებრეისუსმა.

 

მისივე თქმით, ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა.


„ახლა მთავარია სოლიდარობა, სოლიდარობა და სოლიდარობა... ამ ეპიდემიის დასამარცხებლად საჭიროა ინფორმაციის ღიად და სამართლიანად გაზიარება“,-დასძინა გებრეისუსმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ