თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთმა მიგრანტებს ევროპისკენ საზღვრები გაუხსნა. „კარი გავხსენით და აღარც დავხურავთ! რატომ? იმიტომ, რომ ევროკავშირმა თავისი პირობები უნდა შეასრულოს“, - აღნიშნა ერდოღანმა. მისივე თქმით, ქვეყანა იმ მდგომარეობაში არაა, რომ მიგრანტთა ახალ ტალღებს გაუმკლავდეს.
შეგახსენებთ, თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, იდლიბში ვითარების დაძაბვის შემდეგ, ანკარა სირიელ ლტოლვილებს ევროპისკენ გადაადგილების საშუალებას მისცემს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge