ჩეხეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა. "როიტერსის" ინფორმაციით, ყველა პაციენტმა ჩრდილოეთ იტალიაში იმოგზაურა. სააგენტო ინფორმაციას, ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. "პაციენტებს - ორ, ჩეხ და ამერიკელ სტუდენტს, რომლებიც მილანში სწავლობდნენ - გამოხატული აქვთ მსუბუქი სიმპტომები. ორი იყო პრაღაში, ხოლო მესამე - დედაქალაქის ჩრდილოეთით 90 კილომეტრში",-ნათქვამია ჯანდაცვის უწყების ინფორმაციაში. უწყების ინფორმაციით, ისინი ყველას მოუწოდებენ, სერიოზულად მიუდგნენ მოგზაურობის საკითხებს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge