დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 15 მარტი ლოცვის ეროვნულ დღედ გამოაცხადა 14.03.2020 18:07

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 15 მარტი ლოცვის ეროვნულ დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, ისეთ რთულ ვითარებაში, როგორიც დღესაა, ისტორიულად ქვეყანა დაცვისა და სიმტკიცისთვის ღმერთს მიმართავდა. „ჩემთვის დიდი პატივია გამოვაცხადო კვირა დღე, 15 მარტი ლოცვის ეროვნულ დღედ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ჩვენი ისტორიის განმავლობაში ასეთ რთულ ჟამს უფალს მიმართავდა დაცვისა და გასაძლიერებლად. სადაც არ უნდა იყოთ, მოგიწოდებთ ილოცოთ. ერთად ჩვენ იოლად გადავლახავთ ყველაფერს“, – წერს დონალდ ტრამპი.

 

დონალდ ტრამპმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო, აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა 13 მარტს გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, ვირუსს ქვეყანაში 49 ადამიანი ემსხვერპლა, 2200- მეტი კი – ინფიცირებულია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ