დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ნიდერლანდელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული აღმოაჩინეს 15.03.2020 01:32

უტრეხტის უნივერსიტეტის ერასმუსის სამედიცინო ცენტრის მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ აღმოაჩინეს კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეული, რომელიც აქამდე ჯერ აღმოჩენილი არ იყო. ამ აღმოჩენამ შეიძლება მიგვიყვანოს ანტივირუსული პრეპარატის შექმნამდე.

 

„უკვე მოხუცი ვარ, რომ მაგიდაზე ავიდე და ვიხტუნაო“, — ამბობს უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ფრანკ გროსველდი. მათი კვლევა ამჟამად სხვა მეცნიერთა მხრიდან რეცენზირების პროცესშია და ხელმისაწვდომია ონლაინპლატფორმა BioRxiv-ზე. ამის შემდეგ კი, ჯგუფი იმედოვნებს, რომ სტატია ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდება. „სტატიაში ჩვენ ვიუწყებით მონოკლონური ანტისხეულის აღმოჩენის შესახებ, რომელიც ანეიტრალებს SARS-CoV-2-ს, ვირუსს, რომელიც იწვევს კორონავირუსულ დაავადება COVID-19-ს“, — წერენ მკვლევრები აკადემიური ნაშრომის შესავალში. მათი განცხადებით, მათ მიერ ნაპოვნი ანტისხეული ახდენს ვირუსის ნეიტრალიზებას და გვთავაზობს როგორც COVID-19-ის, ისე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის ქვეგვარის ვირუსების მიერ გამოწვეული სხვა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის პოტენციალს.

 

„რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს გახლავთ პირველი ანტისხეული, რომელიც ინფექციას ბლოკავს, მსგავსი აღმოჩენა ძალიან იშვიათია“, — განმარტავს გროსველდი.

 

 

 

პირველი არხი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ