დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო ასეთი გამოწვევის წინაშე არ მდგარა" 19.03.2020 12:35

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა სწორად შეაფასონ კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეები და ყველაფერი გააკეთონ, რომ მისი გავრცელება არ მოხდეს. მისი თქმით, მსგავსი გამოწვევის წინაშე გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ ყოფილა.

 

„მდგომარეობა სერიოზულია. სერიოზულად უნდა შეხედოთ. გერმანიის გაერთიანების შემდეგ, არა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო ასეთი გამოწვევის წინაშე არ მდგარა, რომელსაც ასეთი დონის ერთიანობა დასჭირდებოდა”,-აღნიშნა მერკელმა.

 

მისივე თქმით, ამ საფრთხესთან ბრძოლაში ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა.


„მე მართლა მჯერა, რომ ჩვენ ამ გამოწვევას წარმატებით გადავლახავთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თქვენი დახმარებაც გვჭირდება. ყველამ ის უნდა გააკეთოს რაც შეუძლია. ჩვენ ვართ საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა კანცლერმა.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 12 327 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 28 ადამიანი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ