დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

დონალდ ტრამპის განცხადებით, მალარიისა და ართრიტის სამკურნალო მედიკამენტმა, „ჰიდროქსილქლოროკინმა“ კორონავირუსის წინააღმდეგ შესანიშნავი შედეგები აჩვენა 19.03.2020 21:48

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მალარიისა და ართრიტის სამკურნალო მედიკამენტმა, „ჰიდროქსილქლოროკინმა“ კორონავირუსის წინააღმდეგ შესანიშნავი შედეგები აჩვენა. მისი თქმით, „ჰიდროქსილქლოროკინი“ დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის ექიმის დანიშნულებით. დონალდ ტრამპის განმარტებით, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახურმა ამ მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა. ამასთან, მისივე თქმით, პრეპარატი თავდაპირველად გამოიყენება დამხმარე დანიშნულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმებს შეუძლიათ მოითხოვონ ამ ექსპერიმენტული პრეპარატის გამოყენება პაციენტებზე, ხოლო შემდეგ სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახური შეძლებს შეაგროვოს მონაცემები მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.

 

ინფორმაციას timer.ge ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ