დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

რამ გააოცა იტალიაში ჩასული ჩინელი ექსპერტები 20.03.2020 00:41

ჩინელი ექსპერტები, რომლებიც იტალიაში ჩავიდნენ, აცხადებენ, რომ ზომები, რომელიც ქვეყანამ მიიღო, საკმარისი არ არის. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „უხანში ქალაქის კარანტინის შემდეგ ერთ თვეში, ჩვენ ვხედავთ ინფიცირების შემთხვევების კლებას. აქ, მილანში, რომელიც ყველაზე რთული რეგიონია კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებით, მკაცრი კარანტინი არ მოქმედებს: საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ მუშაობს და ხალხი ქუჩებში დადის, სადილებს და დღესასწაულებს მართავენ სასტუმროებში და ნიღბებს არ ატარებენ. ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა მოქალაქე ჩაერთოს კორონავირუსთან ბრძოლაში“,- განაცხადა ჩინეთის წითელი ჯვრის ვიცე-პრეზიდენტმა, სან შუოპენგმა.

 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კიდევ 427 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 3,405 შეადგინა, ჩინეთში კი COVID-19-ით სულ 3,245 პაციენტი გარდაიცვალა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ