დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა - გარდაცვლილთა რიცხვით კი ჩინეთს გადაასწრო 31.03.2020 21:54

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 290 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვმა 3 431 შეადგინა. ამ მაჩვენებლით აშშ-მა ეპიდემიის თავდაპირველ ეპიცენტრ ჩინეთს გადაასწრო, სადაც ვირუსს 3 305 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, აშშ-ში დაავადდა კიდევ 12 730 ადამიანი და ჯამში პაციენტთა რიცხვმა 176 518-ს მიაღწია. აშშ ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილზეა. მას მოსდევს იტალია, ესპანეთი, ჩინეთი, გერმანია, ირანი და საფრანგეთი. კორონავირუსისგან აშშ-ში 6 241 ადამიანი განიკურნა, ხოლო კრიტიკულ მდგომარეობაში 3 893 პაციენტი იმყოფება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ