დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„მაიკროსოფტი პოლონეთში მილიარდის ინვესტირებას და ევროპის ტექნოლოგიურ ჰაბად გადაქცევას გეგმავს - ყველანაირი წინაპირობა არსებობს, რომ იგივე გაკეთდეს საქართველოში“ 05.05.2020 21:42

ლევან ბოძაშვილის პოსტი:

 

„დღეს გაცხადდა, რომ მაიკროსოფტი პოლონეთში ერთი მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. კომპანია 150 000 პოლონელს გადაამზადებს ციფრული ტექნოლოგიების კომპეტენციებში და მიზნად ისახავს პოლონეთის გადაქცევას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტექნოლოგიურ ჰაბად. შეიქმნება პოლონური "სილიკონ ველი". ყველანაირი წინაპირობა არსებობს, რომ იგივე გაკეთდეს საქართველოში, რეგიონი რომელშიც ჩვენ ვართ, ასევე საჭიროებს ჰაბს, როგორც ამაზონის საწყობების სახით, ისე სხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტებისათვის. ვერანაირი აბრეშუმის გზა ამის გარეშე ვერ იარსებებს, ვერანაირი ციფრული ბაზარი უამისოდ ვერ შეიქმნება, შესაბამისად ვერ მოხდება ინტეგრაცია ევრო ციფრულ სივრცეში. სამხ. კავკასია + ცენტრალური აზია, ეს არის ჩვენი პოტენციური სამოქმედო არეალი. პოლონეთის შემდეგ ჩვენი ჯერია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ