დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

უკრაინაში სააკაშვილის უსაფრთხოებას სასტიკი მკვლელობისთვის ნასამართლევი „ფრანგული ბულდოგი“ იცავს 14.05.2020 22:13

48 წლის სერგეი ფესენკო არაერთხელ მოექცა უკრაინული მედიის ყურადღების ცენტრში. ის უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირია. ფესენკო აქტიურად იყო ჩართული 2017 წლის მძაფრსიუჟეტიან მოვლენებში, როდესაც უკრაინელი სამართალდამცველები მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და ქვეყნიდან გაძევებას გეგმავდნენ. უკრაინულ წყაროებში სერგეი ფესენკოს შესახებ საკმაოდ საყურადღებო ინფორმაცია იძებნება. ის 1990-იან წლებში მსახურობდა „ფრანგულ ლეგიონში“ და დაქირავებული მებრძოლის რანგში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში. სწორედ ამ პერიოდიდან დაერქვა მეტსახელად „ფრანგული ბულდოგი“. ამავე წყაროებით ირკვევა, რომ ფესენკო წარსულში სასტიკი მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. უკრაინაში რამდენიმე წლის წინ წარმოებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამშობლოში დაბრუნებული „ფრანგული ბულდოგი“ ცხელ წერტილებში საბრძოლველად წასვლის მსურველებს თაღლითურად სძალავდა თანხებს. ერთ-ერთი ასეთი მსურველი კი 1500 დოლარის გამოძალვის შემდეგ სასტიკი მეთოდით მოკლა.

 

ვინმე ვოლოდიმირს მან თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ჩაქუჩი, რის შემდეგაც ჭრილობები სანადირო დანით მიაყენა. მკვლელობა ჩერკანსის რეგიონში 2000 წლის 27 აგვისტოს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახმა ავტომობილი, საქონელი და საოჯახო ნივთებიც კი გაყიდა, რომ 1500 დოლარი შეეგროვებინა და შვილი სამხედრო მისიაში მოეწყო, თუმცა სინამდვილეში ოჯახი თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, უცხოეთში მისიის ნაცვლად ბოლოდიმირი სასტიკად მოკლეს. „როდესაც გარდაცვლილის ცოლი და ქალიშვილი დაბრუნდნენ ცხედარი ოთახში ეგდო, ირგვლივ კი ყველაფერი სისხლით იყო შეღებილი. მათ ნახეს სერგეი ფესენკო, რომელსაც ხელში სანადირო დანა ეჭირა. „ხმა არ ამოიღოთ, თორემ თქვენც იგივე მოგელით“ – უთხრა მან გარდაცვლილის ცოლ-შვილს, რომლებმაც სასამართლოს დეტალური ჩვენება მისცეს. ამ დანაშაულისთვის სერგეი ფესენკოს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

 

წლების შემდეგ „ფრანგული ბულდოგი“ ასპარეზზე უკვე მიხეილ სააკაშვილის გვერდით გამოჩნდა. სერგეი ფესენკო გახლავთ უკრაინაში სააკაშვილის მიერ დაარსებული პარტიის – „ახალი ძალების მოძრაობის“ აქტიური წევრი და საქართველოს ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
2017 წელს უკრაინის პროკურატურა ანატოლი ბონდარენკოსთან („მახვილი“) ერთად სერგეი ფესენკოს ხელყუმბარებისა და სხვა საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სერგეი ფესენკო საქართველოში შემოსვლას უცხოელი დამკვირვებლის სტატუსით ცდილობდა, თუმცა მას ქვეყანაში შემოსვლაზე ოფიციალურად ეთქვა უარი.

 

 

 

 

„პრაიმტაიმი“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ