დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"ჩვენ არ მივიღებთ შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირში პრივილეგირებულ ტურისტულ გზებს ქმნის - ან ჩვენ გავალთ ევროკავშირიდან, ან ამას არასდროს დავუშვებთ" 14.05.2020 23:48

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე აცხადებს, რომ თუ ე.წ მწვანე დერეფნების ინიციატივა ძალაში შევა, იტალია ევროკავშირს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ე.წ ტურიზმის მწვანე დერეფანი გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს, რომელთაც კორონავირუსის შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი აქვთ, საშუალება ექნებათ ტურიზმი აღადგინონ, ვიდრე საზღვრები სრულიად გაიხსნება. "ჩვენ არ მივიღებთ შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირში პრივილეგირებულ ტურისტულ გზებს ქმნის , ან ჩვენ გავალთ ევროკავშირიდან. ამას არასდროს დავუშვებთ". იტალიის პრემიერის თქმით, მან ევროკომისიის პრეზიდენტს უკვე უთხრა, რომ ე.წ დერეფნები ევროკავშირის ერთიანი ბაზრის განადგურებას ნიშნავს. არსებული შეფასებით, კორონავირუსის გამო, იტალიაში ტურისტულ სექტორში დანაკარგი დაახლოებით 120 მილიარდი ევრო (130 მილიარდი აშშ დოლარი) იქნება წლის ბოლოსთვის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ