დღე: 28

ღამე: 15

USD 2.7215

EUR 3.2155

ჩინეთის ელჩი დუ ვეი ისრაელში, თელ-ავივში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს 17.05.2020 14:51

ჩინეთის ელჩი დუ ვეი ისრაელში, თელ-ავივში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას ისრაელის პოლიციის პრესსპიკერი ადასტურებს. თუმცა, პოლიციას ელჩის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზზე არ უსაუბრია. დუ ვეი 57 წლის იყო. ის ისრაელში მისიის შესრულებას მიმდინარე წლის თებერვლიდან შეუდგა. ამჟამად, ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. ისრაელის ტელევიზია წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ, წინასწარი ნიშნებით, ელჩის გარდაცვალება ძილში, ბუნებრივად მოხდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ