ფრანსპრესის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, რუსეთთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს შეიარაღების კონტროლის შესახებ. ტრამპი ასევე შეეხო ღია ცის შეთანხმების დატოვების პერსპექტივას და განაცხადა, რომ ახლა საუკეთესოა დროა, რუსეთს შესთავაზონ ახალი ხელშეკრულება. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარტნიორ ქვეყნებს აცნობა, რომ ტოვებს შეთანხმებას, რომელიც საშუალებას აძლევს 30-ზე მეტ ქვეყანას, შეასრულოს არაშეიარაღებული სადამკვირვებლო ფრენები ერთმანეთის ტერიტორიებზე. ადმინისტრაციის განაცხადებით, „ღია ცის“ შეთანხმებიდან გადიან იმიტომ, რომ რუსეთი არღვევს პაკეტს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge