დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ჩვენი ეპიდემსაწინააღმდეგო სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე მეზობელ საქართველოში - მე ამით, რა თქმა უნდა, არ ვტრაბახობ, უბრალოდ, ვაკეთებ ფაქტის კონსტატაციას“ 23.05.2020 09:40

სიმონ კილაძის პოსტი:

 

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის დღევანდელი განცხადებებიდან საზოგადოებრივი საბჭოს ონლაინ-შეხვედრაზე:

 

„საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, განსაკუთრებით კი ეპიდემსაწინააღმდეგო სისტემა მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენი ეპიდემსაწინააღმდეგო სისტემისაგან, თანაც არცთუ კარგი თვალსაზრისით“.

„ჩვენი ეპიდემსაწინააღმდეგო სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე მეზობელ საქართველოში. მე ამით, რა თქმა უნდა, არ ვტრაბახობ, უბრალოდ, ვაკეთებ ფაქტის კონსტატაციას - ძლიერია პროფესიონალიზმის დონით. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ჩვენს მეზობლებსაც ძლიერი ეპიდემსაწინააღმდეგო სისტემა ჰქონდეთ და რომ ისინიც დაცულები იყვნენ“.

„თუნდაც ვივარაუდოთ, რომ ქართველებს ყველაფერი კარგად აქვთ, განა შენარჩუნდება მათი კარგი შედეგები, თუ ისინი ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნიან? მე ვფიქრობ, რომ პასუხი ნათელია და ნათელია თითქმის ყველა ქვეყნის შემთხვევაში: შეუძლებელია მუდმივად იზოლაციის რეჟიმის შენარჩუნება“.

 

წყაროები:
https://www.aysor.am/…/22/Торосян-Грузия-коронавирус/1699352

https://www.panorama.am/…/%D0%90%D1%80%D1%81%D0%B5%…/2296285

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ