დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

რატომ გაუბრაზდა აშშ-ის ელჩი გერმანელ მინისტრს 23.05.2020 18:36

სიმონ კილაძის პოსტი:

 

როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მოვლენას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს - „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის თაობაზე: 1992 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი მის მონაწილე 30 ქვეყანას (მათ შორისაა აშშ, გერმანია, რუსეთი, საქართველო...) უფლებას აძლევს ერთმანეთის ტერიტორია თვითმფრინავებით გააკონტროლოს ნდობის განმტკიცებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით. „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის მიზეზი ისაა, რომ ვაშინგტონის აზრით, რუსეთი დოკუმენტის მოთხოვნა-პრინციპებს არღვევს - მას თავისი ტერიტორიის ზოგიერთი ნაწილი ავიაფრენებისაგან დახურული აქვს (მათ შორის - საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთ//„სამხრეთ ოსეთის“ მონაკვეთი).

 

აშშ-ის ნაბიჯი ნეგატიურად შეაფასეს „ღია ცის“ ხელშეკრულების მონაწილეებმა - გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ბელგიამ, ფინეთმა, ნიდერლანდებმა, ჩეხეთმა, შვედეთმა... გუშინ, 22 მაისს, ამ ქვეყნების საგარეოპოლიტიკური უწყებების მეთაურებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და სინანული გამოხატეს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო. გარდა ამისა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა სპეციალურად აღნიშნა, რომ „რუსეთის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების დარღვევის მიუხედავად, ამერიკას მაინც ვერ გავამართლებთ გადადგმული ნაბიჯის გამოო“.

 

ჰაიკო მაასის „ანტიამერიკულმა დემარშმა“ ძალიან გააღიზიანა აშშ-ის ელჩი ბერლინში რიჩარდ გრენელი, რომელმაც, გერმანელი მინისტრის გასაგონად განაცხადა: „ამერიკის ნაბიჯზე ჩივილის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა ჰაიკო მაასს ბოლო წლებში რუსეთზე ზეწოლა მოეხდინა, რომ მოსკოვს ხელშეკრულების პირობები შეესრულებინაო“. როგორც ამბობენ, რიჩარდ გრენელის ინტერვიუ უფრო მწარე-მწარე გამონათქვამებით გაზეთ «Rheinische Post»-შიც გამოქვეყნდება 24 მაისს.

 

წყარო: „დოიჩე ველე“ 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ