დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„არ არსებობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი, ეს საქართველოს ტერიტორიაა“ 29.05.2020 21:30

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის წარმომადგენელმა, ჯეიმს სტიუარტ გილმორმა ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „არ არსებობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი, ეს საქართველოს ტერიტორიაა“. „აქ გაკეთდა კომენტარი სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მისვლის შესახებ. არ არსებობს საზღვარი სამხრეთ ოსეთთან. ეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაა“, განაცხადა ეუთოში აშშ-ის ელჩმა და საქართველოს წარმომადგენლის მოხსენებას დაუჭირა მხარი.

 

ჯეიმს გილმორმა აღნიშნა, რომ აშშ „უკიდურესად აღშფოთებულია“ იმ ცნობებით, რომლის მიხედვით, რუსეთის მხარდაჭერილი ჯგუფები განაგრძობენ ინტენსიურ „ბორდერიზაციას“ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 12 სოფელთან, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. მოვუწოდებთ ღობეების, ნიშნების, ბარიერების, ნებისმიერი ახალი კონსტრუქციის აღმართვის დაუყოვნებლივ შეჩერებას, რომელიც მიმართულია "ბორდერიზაციის" გასამყარებლად ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ; ეს აქტივობები მოსკოვის მხრიდან 2008 წლიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიების მიტაცების მცდელობათა სერიის გაგრძელებაა“, - განაცხადა გილმორმა.

 

მან ასევე დაადასტურა ქართველი კოლეგის კომენტარი ლუგარის ცენტრის შესახებ. ელჩმა თქვა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას. „მოსკოვი კიდევ ერთხელ ავრცელებს სიცრუეს საყოველთაოდ აღიარებული კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებ და ამას ამ ვითარებაში, როცა პანდემიაა, როცა სერიოზული პანდემიაა, ახლა აკეთებენ“, თქვა გილმორმა, რომელმაც რუსეთის ქმედებას უწოდა მცდელობა, ზღაპრების გავრცელებით, პანდემია საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენოს. ჯეიმს სტიუარტ გილმორმა აღნიშნა, რომ ლუგარის ცენტრი დაარსებულია კოვიდ-19-ის მსგავსი დაავადებების გავრცელებისას მათ ამოსაცნობად და მათთან საბრძოლველად, რაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში წარმატებით ხორციელდება.

ეუთოში აშშ-ის ელჩის თქმით, „მოსკოვის ყალბი ბრალდებები საბჭოში განხილვის ღირსიც არ არის“, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისს გაავრცელა ცნობა, რომელშიც გამოთქვამდა „შეშფოთებას“ საქართველოში მდებარე ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში მიმდინარე „სამხედრო-ბიოლოგიური“ საქმიანობის თაობაზე.

 

 


რადიო თავისუფლება

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ