დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 000 შემთხვევა დადასტურდა 30.05.2020 13:01

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 000 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 1 746 019-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ტელეკომპანიის ცნობით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 1 193 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვმა 102 809-ს მიაღწია.

 

რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 6 მილიონს აჭარბებს, აქედან დაღუპულია - 366 890 და გამოჯანმრთელებულია 2 661 145 ადამიანი. ამავე სტატისტიკის თანახმად, 3 005 779 აქტიური შემთხვევიდან 53 733 მძიმე, ან კრიტიკულად მძიმეა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ