დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"რასობრივი დისკრიმინაცია აშშ-ის სოციალური დაავადებაა, ქვეყანაში ადამიანთა უფლებები დაცული უნდა იყოს" 01.06.2020 15:35

ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს გაატაროს ზომები, რათა ქვეყანაში რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევების თავიდან აიცილოს.

 

„ჩვენ ვაკვირდებით უკანასკნელ მოვლენებს, რომელიც ფლოიდის სიკვდილს უკავშირდება. შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია და ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს“,-განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ძაო ლიჟიანმა.

 

მისი თქმით, აშშ-ში რასობრივი დისკრიმინაცია სოციალური დაავადებაა, რაც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. ძაო ლიჟიანი ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომ ჩინეთი და სხვა ქვეყნები შტატებში მიმდინარე პროცესებში ერეოდნენ. „ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ჯობია საკუთარ საქმეებს მიხედონ“,-აღნიშნა მან.

 

ცნობისთვის, უკვე მეექვსე დღეა აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის პოლიციის მიერ მოკვლას აპროტესტებენ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ