დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"ტრამპი აშშ-ის სამხედროებს ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ იყენებს" - ჯო ბაიდენი 02.06.2020 12:00

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხედროებს ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ იყენებს.

 

„დონალდ ტრამპი ამერიკელ სამხედროებს ამერიკელების წინააღმდეგ იყენებს. მან მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნის სულისთვის ის უნდა დავამარცხოთ,“ - წერს ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

 

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ესა თუ ის ქალაქი, ან შტატი თავს არიდებს მოქალაქეთა სიცოცხლის და საკუთრების დასაცავად აუცილებელი ზომების გატარებას, ის პრობლემის მოსაგვარებლად შეიარაღებულ ძალებს გამოიყენებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ